მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხაზარაძის უფლებადამცველები 11 სექტემბერს არასამთავრობო სექტორს შეხვდებიან

5d764bf49f47f
BM.GE
09.09.19 18:30
849
დღეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილი ე.წ. "მუქარის წერილის" ექსპერტიზა დასრულებულია და არსებულ შედეგებთან დაკავშირებით მისი იურისტები შესაბამის განცხადებას გააკეთებენ. 

BMG-სთან საუბარში თიბისი ბანკის ჯგუფის დამფუძნებლების უფლებადამცველმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხს 11 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე გასცემს პასუხს. 

კორძაძის განმარტებით, ექსპერტიზის შუალედური შედეგი იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ აღნიშნულ მუქარის წერილთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები