მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

5d3dd8a300bee
დავით ჯალაღონია
28.07.19 21:16
667
"თიბისი ბანკისა" და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლებისთვის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება მათმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ გაასაჩვრა.

როგორც BM.GE–ს ზვიად კორძაძემ განუმარტა, მას სავარაუდოდ, სამშაბათს, 30 ივლისს ეცოდინება, როდის განიხილავს საჩივარს სააპელაციო სასამართლო.

ცნობისთვის: საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს პროკურატურის ინფორმირების გარეშე ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვთ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც პროკურატურის განმარტებით, თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

პროკურატურა ბრალდებულებისთვის გირაოს სახით 1-1 მლნ ლარის შეფარდებას ითხოვდა.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ჩაინიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები