თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თიბისის საქმის სამართლებრივიდან პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ასე პასუხობს ის ჟურნალისტების შეკითხვას ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით, რომელიც თიბისის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, შს მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მიიღო.
"მე რასაც ვხედავ და ვუყურებ გარედან, მაქსიმალური მცდელობა არის იმის, რომ ეს კონკრეტული საქმე სამართლებრივი ჭრილიდან გამოიყვანონ და გადაიყვანონ პოლიტიკურ ჭრილში, რაც პირადად ჩემთვის და საზოგადოებისთვის, ვისაც ინტერესი აქვს გაერკვეს რა ხდება, კატეგორიულად მიუღებელია.
ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ ამ ადამიანებს ამის შესაძლებლობა, რაც უნდა გააკეთონ, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ. არის კონკრეტული საქმე სამართლებრივად დაწყებული და სამართლებრივ ჭრილში უნდა მოხდეს ამის განხილვა"-აცხადებს კალაძე.

























