მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხე-ტყის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდება"

5b597d30d1499
BM.GE
26.07.18 11:46
3856
"ხე-ტყის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდება", - ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ამ ნაბიჯით საქართველოში ხე ტყის მოჭრას ექნება ნაკლები მოტივაცია და ასევე გარკვეული შეღავათები დაწესდება მორისა და ფიცრის ექსპორტზე.

"შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში. იჩეხება ხეები, რომლის აღდგენასაც ათასწლეულები სჭირდება და გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანას. ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები. მინდა მოვუწოდო ყველას რომ თუ იქნება შემთხვევები რომ ვინმე, ვინმეს ხელს აფარებს ამ საქციელისთვის ყველა დაისჯება“, - განაცხადა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები