მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხე-ტყის უკანონო ჭრის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 8 მილიონ ლარად შეფასდა

5afa595283fa3
მეგი კავთუაშვილი
15.05.18 09:00
705
2015-2017 წლებში ხე-ტყის უკანონო ჭრის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 8 მილიონ ლარად შეფასდა, ხოლო დაკისრებული ჯარიმა 2,8 მილიონს შეადგენდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2017 წლის 10 თვეში ხე-ტყის უკანონო ჭრის 2 110 ადმინისტრაციული და და 795 სისხლის სამართლის ფაქტი გამოვლინდა.
წინა წლების სტატისტიკასთან შედარებით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნის მქონე ჭრა თითქმის გაორმაგებულია.

რაც შეეხება დაკისრებული ჯარიმების ოდენობას, 2017 წლის 10 თვეში 620,8 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ როცა, 2016 წელს მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 416 ათასი ლარის ჯარიმა დაიწერა, ხოლო 2015 წელს ჯარიმების ოდენობა 393,6 არ აღემატებოდა.

კვლევა საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორიამ ჩაატარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები