მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხელფასების ოდენობა მნიშვნელოვნად მეტია დღეს, ვიდრე იყო სულ რამდენიმე წლის წინ"

57e3870d30706
BM.GE
22.09.16 11:20
1468
მიუხედავად ჩვენ გარშემო მიმდინარე კრიზისისა, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს პოზიციებზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, კრიზისის მიუხედავად საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაზრდილია - თითქმის 100 პროცენტით 2012 წელთან შედარებით.

„მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა, 2012-2014 წლებში სიღარიბის დონე საქართველოში 10 პროცენტით შემცირდა. ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონზე ნაკლებია, ეს დიდი მიღწევაა.

2015 წელს უმუშევრობის დონე კიდევ უფრო დაეცა და მიაღწია ყველაზე დაბალ ნიშნულს ბოლო 12 წელიწადში. ხელფასებისა და ანაზღაურების ოდენობა მნიშვნელოვნად მეტია დღეს, ვიდრე ეს იყო სულ რამდენიმე წლის წინ“,- განაცხადა პრემიერმინისტრმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები