მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლება ადამიანების ჯანმრთელობას ეკიდება არა შინაარსობრივად, არამედ კალკულატორით - დეპუტატი

5de7d76f1defe
BM.GE
04.12.19 21:00
1026
ხელისუფლება ადამიანების ჯანმრთელობას და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას ეკიდება არა შინაარსობრივად, არამედ კალკულატორით, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ bm.ge-ის განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება“ ბიუჯეტს ზრდის, ყველა მონაცემებით, ინფლაციაც კატასტროფულია და "დოლარის კურსიც ახალი, საკმაოდ მაღალი კურსითაა ჩადებული".

„ამ რეფორმის შედეგად „ოცნება“ საბოლოოდ დაშორდება 2012 წლის ყველა დაპირებას. რადგან, ასეთი დაბალი ფასით ჩვენი მოსახლეობის მომსახურებაც და ექიმების რეპუტაციის შენარჩუნებაც, პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

ამიტომ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ადამიანების ჯანმრთელობას და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას ეკიდება არა შინაარსობრივად, არამედ კალკულატორით. მათთვის ადამიანები მხოლოდ არითმეტიკული მანიპულირების საგანს წარმოადგენენ.

ალბათ ჩათვალეს, რომ აქ დაზოგილი ფულით უფრო „ჯანმრთელ გულებს“ მოისყიდიან, ვიდრე იმ გულებს, რომლებსაც ნამდვილი თანაგრძნობა სჭირდებათ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ 520-ე დადგენილების შეფასებისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები