მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხელისუფლებამ უნდა განმარტოს, რა არის შესაძლებელი უცხოელი ინვესტორებისთვის"

5bc4d3974badf
სალომე მეცხვარიშვილი
16.10.18 10:00
820
ხელისუფლებამ უნდა განმარტოს, რა არის შესაძლებელი უცხოელი ინვესტორებისთვის,- ამის შესახებ იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი აცხადებს.
მისი თქმით, დღეს საქართველოში სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის 50%-ია ჩართული და ისინი მშპ-ს მხოლოდ 9%-ს ქმნიან.

„ასე რომ, ეს სექტორი არაეფეტურია. მეტი ეფექტურობისთვის კი საჭიროა მექანიზაციის განვითარება, თანამედროვე ტექნიკების გამოყენება. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, ამ მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს, 180 მილიონით და ENPARD-ის პროგრამით ვეხმარებით ამ სექტორს, კოოპერატივებს ვაძლიერებთ. უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვა გასაგებია, მაგრამ ხელისუფლებამ ძალიან ნათლად უნდა განმარტოს, რა არის შესაძლებელი უცხოელი ინვესტორებისთვის - ამის გარეშე არცერთ ინვესტორი არ გარისკავს თავის ფულს მიწაზე, რომელიც მას არ ეკუთვნის“,- აცხადებს ელჩი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები