მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი "მინი" ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლას გეგმავს

5e3fd392ab570
ნუცა ბაზლიძე
09.02.20 16:00
2151
ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი "მინი", რომელიც მომხმარებლებს ჩანთებსა და სათვალის ბუდეებს სთავაზობს, ექსპორტისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ BM.GE-ს "მინის" თანადამფუძნებელმა ნინო ნინოშვილმა განუმარტა.

"ჩვენი ჩანთები საბერძნეთში მაღაზიაშია წარმოდგენილი, ახლა კი ექსპორტისთვის ამერიკასთან, საფრანგეთთან და უკრაინასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. ზოგადად, უცხოელი მომხმარებელიც გვყავს და მათ შეკვეთას საზღვარგარეთ ფოსტის მეშვეობით ვუგზავნით. სამომავლო გეგმები კი ახალ დიზაინს და ახალ მოდელებს უკავშირდება", - განმარტავს ნინო ნინოშვილი.

"მინი" საოჯახო ბიზნესია, რომელშიც ნინო ნინოშვილთან ერთად, მისი მეუღლე მიტო ჯაშოაშვილია ჩართული. მხატვარ-დიზაინერის ფუნქციას ნინოშვილი ითავსებს, თუმცა საქმიანობაში ასევე ორი მხატვარი, ხელოსანი და კურიერი მონაწილეობს.

"აქსესუარები გამორჩეულია ხარისხით, ექსკლუზიური მოდელებით. მომხმარებელს შეუძლია შექმნას ჩანთა სასურველი ფორმის, ფერისა და ნახატის გამოყენებით. ვიყენებთ როგორც ნატურალურ ტყავს, ასევე შემცვლელს. იქედან გამომდინარე, რომ ვქმნით ნებისმიერ სტილს, ჩანთის მოდელს ყველა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანი ირგებს", - აღნიშნა ნინო ნინოშვილმა.

ცნობისთვის: "მინი" 3 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს. მასში ინვესტიცია პირადი სახსრებით განხორციელდა. მსურველებს პროდუქციის შეძენა 65-170 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.

"შეკვეთა ონლაინ ხდება, მუშაობის პროცესში მომხმარებელი ნახატს ნახულობს და სურვილის მიხედვით, შეუძლია კორექტივების შეტანა", - დასძენს ნინო ნინოშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები