მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხელნაკეთი ნივთების სარეალიზაციოდ "თბილისური ბაზარი" იწყება

5b33435a71d67
მეგი კავთუაშვილი
27.06.18 11:55
1525
30 ივნისიდან 28 ივლისამდე პერიოდში, ყოველ შაბათს საღამოს 17:00-დან 23:00 საათამდე რიყეზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. პროექტი სახელით „თბილისური ბაზარი“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ინიციატივით გაიმართება. გამოფენა გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნივთების სხვადასხვა სახეობა. მათ შორის, აქსესუარები, ტექსტი, კერამიკა, მინანქარი, ხე, ტყავი და სხვა.

"გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ მიკრო და მცირე მეწარმეებს, რომლებიც ჩვენი ვებ-გვერდის საშაულებით შეძლებენ რეგისტრაციის გავლას. ძალიან მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ იმ ადამიანებს ვინც ამ მიმართულებით მუშაობს და თავინთი წარმოებული ნივთების გაყიდვა შეეძლოთ ამ კონკრეტულ ლოკაციაზე. ახლა ეს საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ტურისტული სეზონია", - განაცხადა კახა კალაძემ. მეწარმეები დარეგისტირებას მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.tbilisi.gov.ge-ზე შეძლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები