მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელნაკეთი შოკოლადი შოკოლატერია „არტიზანისგან“ – „ვგეგმავთ ბუტიკური ფილიალების დამატებას“

5fd3a7762c438
ნუცა ბაზლიძე
12.12.20 09:30
2150
შოკოლატერია „არტიზანი“ მომხმარებელს ხელნაკეთ, არტიზანულ შოკოლადს, ტკბილეულსა და კერძებს სთავაზობს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის მარკეტინგის კონსულტანტმა ნინო დარბაზელმა განუმარტა.

როგორც ის აღნიშნავს, „არტიზანში“ 30-მდე დასახელების ხელნაკეთი შოკოლადი და 50-მდე დასახელების ტკბილეულია წარმოდგენილი. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, შოკოლატერიის ორი ფილიალი ფუნქციონირებს, რომლებიც ი. აბაშიძის 10 და ს. ცინცაძის 8 ნომერშია წარმოდგენილი.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვერგოთ დღევანდელ რეალობას, ორივე ფილიალი ღიაა, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს ვერ ვიღებთ, დაფებით ვერ ვუმასპინძლდებით და ლანჩზეც ჩვენი მაგიდები ცარიელია. მომხმარებლებს შეუძლიათ როგორც ფილიალიდან პროდუქციის შეძენა, ასევე თბილისის მასშტაბით კურიერული მომსახურებით სარგებლობა“, - აღნიშნავს ნინო დარბაზელი და დასძენს, რომ 100 გრამი შოკოლადის შეძენა 9.90 ლარადაა შესაძლებელი.

გეგმებზე საუბრისას, დარბაზელი აღნიშნავს, რომ სამომავლოდ, ქსელის გაფართოება მოიაზრება.
„ვგეგმავთ პატარა ბუტიკური ფილიალების დამატებას“, - აღნიშნავს ის.

ცნობისთვის: როგორც გავარკვიეთ, შოკოლატერია „არტიზანი“ 2017 წლის ნოემბერში გაიხსნა დ ამ ეტაპზე, დაახლოებით 30 ადამიანს ასაქმებს.