მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში გაცილებით მეტი კაცია დასაქმებული, ვიდრე - ქალი"

5c189b433a4f9
მარიამ ადამია
18.12.18 10:08
618
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში მკვეთრი გენდერული დისბალანსი იკვეთება.

პრობლემის აღმოფხვრა და დაბალანსება უმსხვილეს კომპანიებში უკვე დაწყებულია, თუმცა მის გადაჭრას სჭირდება დრო, რადგან აუცილებელია, ქალბატონების გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და მათივე დასაქმება ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში.

ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიურ სამყაროში შემოიჭრა იმ მიზნით, რომ ჯანდაცვის სფეროდან დაწყებული საცალო ვაჭრობითა და ტრანსპორტით დამთავრებული - ყველგან გაამარტივოს შრომა, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალი კვლევის თანახმად, ჩანს, რომ ბაზარი გარკვეულ პრობლემებს განიცდის, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გენდერული დისბალანსია, რადგან აღნიშნულ ინდუსტრიაში ქალბატონების როლი მხოლოდ ერთი მეოთხედია.

როგორც WEF -ის ხელოვნური ინტელექტის ხელმძღვანელი კეი ფირს ბატერფილდი აცხადებს, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, რომ ხელოვნური ინტელექტის შექმნაში ყველა სქესის წარმომადგენელი იყოს ჩართული.

ანალიზის მიხედვით, ამ ინდუსტრიაში გაცილებით მძიმედ დგას გენდერული დისბალანსის პრობლემა, ვიდრე - სხვა სფეროებში.

„უთანასწორობა კი, არც მსოფლიოს და არც აღნიშნულ ინდუსტრიას კარგ შედეგებამდე არ მიიყვანს“, - ამბობს ბატერფილდი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები