მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელოვნური ინტელექტის მწარმოებელი ტოპ-10 ქვეყანა

5bd08eac25533
მარიამ ადამია
24.10.18 21:00
2436
ანალიტიკოსებმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნეს, სადაც კვლევის შედეგად დათვლილია ის კოპანიები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის შექმნაში მინიშვნელოვან როლს ასრულებენ. შედეგებიდან გამომდინარე კი, შედგა იმ ქვეყნების რეიტინგი, სადაც ხელოვნური ინტელექტი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად არის ქცეული.

10. ესპანეთი

ტოპ-ათეულს, ესპანეთი ხსნის, სადაც ბოლო 50 წლის განმავლობაში ტექნოლოგიური მეცნიერებების მიმართულებით ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და მისი ჩართულობა საზოგადოების ყოველდღიურობაში დღითიდღე უფრო მეტად იგრძნობა. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი აქტიურად გამოიყენება ესპანეთის სოფლის მეურნეობის სექტორში და ზედიზედ უკვე მეორე წელია მას, ზეთისხილის კულტურების მავნე ორგანიზმების პროგნოზისთვის იყენებენ.

9. შვედეთი

რიგით მეცხრე ადგილს კი, შვედეთი იკავებს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარების მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად მიიჩნევა და ბევრ ინვესტიციასაც დებენ ამ მიმართულებით. მათ შორის, უნდა აღინიშნოს, ადგილობრივი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, სადაც რეგულარულად აწარმოებენ დაკვირვებებს და კვლევებს, იმისათვის რომ ტექნოლოგიების დახმარებით ცხოვრება გაიმარტივონ. შედეგად, შვედეთში წარმოებული ე.წ. “მოლაპარაკე თავები”, მსოფლიოს სხვდასხვა კუთხეშიც გამოიყენება ერთ-ერთი კი ასეთი ფრანკფურტის აეროპორტია.

8.გერმანია

გერმანია იმ ქვეყნებს შორის ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე მეტს სწორედ ინოვაციურ კვლევებში ხარჯავს, რისი შედეგიც საერთაშორისო ბაზარზე მაღალი კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელია. ქვეყანას მანქანათმშნებლობის, ელექტრო ტექნიკის და მედიცინის ბაზარზე მოწინავე პოზიცია უჭირავს. უფრო მეტიც ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრიცაა შექმნილი, რომელიც უშუალოდ ამ მიმართულებით მუშაობს.

7. საფრანგეთი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნისთვის ახალი პროგრამა შეიმუშავა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებისკენაა მიმართული. ქვეყნის მმართველების სურვილია, რომ საფრანგეთი ამ კუთხით ლიდერი გახდეს. აღსანიშნია ის ფაქტი, რომ საფრანგეთი განვითარებული მათემატიკისა და ინჟინერიის სკოლებით ყოველთვის ცნობილი იყო, ამ სკოლების კურსდამთავრებულები კი დღეს სხვადასხვა წამყავნ კომპანიებში მუშაობენ.

6. ისრაელი

მეცნიერება და ტექნოლოგიები ისრაელში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული დარგია. მართალია ის, ქვეყნების რეიტინში მეექვსე პოზიციას იკავებს, თუმცა შეიძლება ითქვას რომ ლიდერია იმ მოსახლეობის პროცენტული მაჩვენელით, რომლებიც დასაქმებულები არიან სწორედ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და ლიდერია ფინანსური მაჩვენებლებითაც, რომლებსაც ამ დარგის განვითარებისთვის ქვეყანაში იხარჯება. სოფლის მეურნეობა, კომპიუტერული მეცნიერება, ელექტრონიკა, გენეტიკა, მედიცინა და მზის ენერგია - ეს იმ დარგების მხოლოდ ძალიან მცირე ჩამონათვალია, სადაც ხელოვნური ინტელექტი ინერგება ან უკვე დაინერგა. ამიტომაც, ისრაელი მაღალტექნოლოგიური სფეროს უმსხვილესი მოთამაშეებისთვის ერთგვარ სახლადაც არის აღიარებული.

5. ინდოეთი

ინფორმაციული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი უცხო არც ინდოეთისთვის არის, მეტიც ის რეიტინგში ხუთეულს ხსნის და პროგრამული უზრუნველყოფის წარმოების კუთხით ერთ-ერთ უმსხვილეს რეგიონს წარმოადგენს.

4. კანადა

როგორც ექსპერტები ამბობენ, კანადა თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარებიდან გამომდინარე ტექნოლოგიურად ყოველთვის მაღალ საფეხურზე იდგა. ხელისუფლების ხელშეწყობით, კანადელ მკვლევარებს, ხელოვნური ინტელექტის და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, ახალი სატრანსპორტო, საკონომუნიკაციო და კიდევ სხვა მრავალი მიმართულებით განვითარების საშუალება მიეცათ. კანადურმა ფირმებმა კი დისტანციური მართვისა და კონტროლის სისტემები დანერგეს.

3. დიდი ბრიტანეთი

რეინტინგში დიდი ბრიტანეთიც მოხვდა, რომელიც ინოვაციური კომპანიებისთვის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ლოკაციად სახელდება. ამ ქვეყანაში ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ ხელოვნური ინტელექტის კუთხით მუშაობს, შესაბამისად, რაოდენობრივად დიდი ბრიტანეთ მთელს მსოფლიოში ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების სიმრავლით მესამე ადგილს იკავებს.

2. ჩინეთი

თანამედროვე ჩინეთი კი, უძველესი ცივილიზაციის, ტრადიციებისა და კლტურის სინთეზის პარალელურად, უახლესი ტექნოლოგიური განვითარების სამშობლოდაც აღიარეს, სადაც ხელოვნური ინტელექტი ყველა სფეროში ოპერირებს და ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით ათას თერთმეტი კომპანიაა, რომლებიც სრულად გადასულნი არიან ხელოვნურ ინტელექტზე, რაც მთლიანი მოცულობის 20.53%-ია.

1. აშშ

ამერიკის შეერთებული შტატები კი, ლიდერია არა მხოლოდ ეკონომიკის სფეროში არამედ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებითაც. ქვეყანაში დაახლოებით ორი ათას 28 კომპანიაა დათვლილი, რომლებიც სრულად აღჭურვილნი არიან ხელოვნური ინტელექტით და ის ცხოვრების წესადაც არის ქცეული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები