თანამედროვე ბუღალტერიაში ტექნოლოგიების როლი დღითიდღე იზრდება, ხდება პროცესების ავტომატიზაცია და შედეგად შეცდომების რისკის მინიმუმამდე დაყვანა. ქართულ ბიზნეს ბაზარზე მოღვაწე საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურების აუთსორსინგული კომპანია “AccountAnts”/„ენთები“ ( www.ants.ge ), რომელიც 120-ზე მეტ კომპანიას უწევს ყოველთვიურ მომსახურებას, საკუთარ საქმიანობაში აქტიურად იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს სამი ძირითადი მიმართულებით:
- ხელოვნური ინტელექტი - „ენთები“ საკუთარ საქმიანობაში იყენებს ელექტრონულ პლატფორმას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ახდენს ინვოისებიდან, კონტრაქტებიდან და სხვა დოკუმენტებიდან მონაცემების ავტომატურად გადატანას მაიკროსოფტის ექსელსა და სხვა პროგრამებში. აღნიშნული საშუალებას იძლევა რომ ელექტრონული დოკუმენტებიდან ავტომატურად მოხდეს ინფორმაციის ამოკრეფა და შაბლონურად დალაგება, რის შემდგომაც „ენთების“ ბუღალტრები ამოწმებენ ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებულ ფორმას, ადარებენ საბუთებს და ელექტრონულად ადასტურებენ რომ ინფორმაცია სწორად არის გადატანილი პროგრამის მიერ. ამის შემდეგ ხდება დაგენერირებული ელექტრონული ფორმების საბუღალტრო პროგრამაში შეტვირთვა.
- კლიენტებთან საკომუნიკაციო პლატფორმა - „ენთები“ კლიენტ კომპანიებთან საკომუნიკაციოდ იყენებენ ელექტრონულ პლატფორმას, რომელსაც, ბაზისური ჩატის ფუნქციის გარდა, გააჩნია კლიენტის მხრიდან დავალებების შექმნისა და შესრულების კონტროლის მექანიზმი. კერძოდ, კლიენტი კომპანიის მენეჯერი ელექტრონულად ქმნის დავალებებს „ენთების“ ბუღალტრისთვის. პლატფორმაზე შექმნილი დავალება ავტომატურად ეგზავნება ბუღალტერს, რომელიც ასრულებს დავალებას და საკომუნიკაციო პლატფორმაში ასახავს შესრულებას. შედეგად კლიენტი კომპანიის მენეჯერები მარტივად აკონტროლებენ მიმდინარე და შესრულებული დავალებების სტატუსს.
გარდა ამისა, აღნიშნულ პლატფორმას გააჩნია დოკუმენტების ელექტრონული არქივი. ყველა დოკუმენტი, რომელიც მიღებულია კლიენტი კომპანიისგან, ინახება ელექტრონულ საცავში. ეს უზრუნველყოფს ძველი დოკუმენტების მარტივად მიგნებასა და საჭიროების შემთხვევაში ამოღებას. „ენთების“ ელექტრონული არქივი მუდმივად ბექაფდება ქლაუდზე, რაც გამორიცხავს დოკუმენტის დაკარგვას.
- საბუღალტრო პროგრამა - იმისათვის რათა უზრუნველყოს სწრაფი და ხარისხიანი ბუღალტრული აღრიცხვა, „ენთები“ იყენებს პროგრამას, რომელიც, ტრადიციული ფუნქციონალის მქონე ბუღალტრული მოდულის გარდა, აგენერირებს მენეჯერულ რეპორტებს, რაც ბიზნესის მენეჯერებსა და მფლობელებს საშუალებას აძლევს მუდმივად აკონტროლონ და მართონ კომპანიაში მიმდინარე პროცესები.
„ენთების“ საბუღალტრო პროგრამა ინტეგრირებულია ინტერნეტ ბანკთან და შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდთან (RS.ge), რაც საბუღალტრო გატარებებისა და აღრიცხვის ავტომატიზაციის საშუალებას იძლევა და პრაქტიკულად გამორიცხავს შეცდომის დაშვებას.
გარდა ამისა, პროგრამა ავტომატურად აგენერირებს საგადასახადო დეკლარაციებს, რაც პირდაპირ იტვირთება შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე.
თანამედროვე ტექნოლოგიებთან მეგობრობა, „ენთების“ ახალგაზრდა და ენერგიულ გუნდს საშუალებას აძლევს, რომ კლიენტებს სწრაფად და ხარისხიანად გაუწიოს საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურება.
„ენთების“ საკონტაქტო ინფორმაცია:
ფეისბუქი: https://www.facebook.com/AccountAnts.ge
საიტი: www.ants.ge

























