მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხელთნაკეთ მცენარეულ და ხილის ჩაიზე მოთხოვნა იზრდება"

5b462270eef13
მაია ბიწაძე
11.07.18 19:27
1061
ტურისტების ინტერესი ქართული უკოფეინო ჩაის მიმართ დიდია, რომელიც სეზონური მცენარეებისა და ხილისგან მზადდება, - ამის შესახებ Bm.ge-ის დარეჯან ბერძენიშვილმა განუცხადა, რომელიც აღნიშნულ პროდუქციას გურიაში "სკიჯის" ბრენდით აწარმოებს და კილოგრამ 100 ლარად ყიდის.

"ეს არის აკაციის, იების, ვარდების, მანდარინის, ლიმონის ყვავილების ჩაი, ასევე პიტნის და ცაცხვის. ამას ვუმატებ ხილს, მარწყვს და კენკროვნებს და სხვადასხვა ნარევს ვაკეთებ. როდესაც ყვავილები შემოდის მარტიდან-მაისის ჩათვლით, ამ პერიოდში ხილი არ მოდის, ჩირს ვერ ვამზადებ, რაც "სკიჯის“ ძირითადი საქმიანობაა და აპარატურას ამ მცენარეების საშრობად ვიყენებ.

ამას ყველაფერს ხელით ვამზადებ დავაფასოებ. ამჟამად ჩაის მხოლოდ ერთ მაღაზიაში ვყიდი, მიცკევიჩზე "იყიდე ქართულში", ასევე იყიდება ბათუმის ბულვარში რამდენიმე ადგილას და ჩემს საოჯახო სასტუმროში“ - განაცხადა დარეჯან ბერძენიშვილმა.

ინდმეწარმემ ჩაისა და ჩირების წარმოება 2015 წლის ბოლოს 5 ათას ლარიანი გრანტით დაიწყო, რაც პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიიღო. ამჟამად წარმოების გაზრდასა და გაფართოებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები