მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელვაჩაურელი ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი სახლები აშენდება

5b364b5208d06
თამუნა დემეტრაშვილი
29.06.18 20:20
556
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება.

3,3 მილიონი ლარის ღირებულების პროექტზე ტენდერი ხელვაჩაურის მერიამ გამოაცხადა. ეს ღირებულება მოიცავს როგორც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, ასევე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას. 7 სართულიანი საცხოვრებელი სახლი სოფელ ორთაბათუმში უნდა აშენდეს, რომელიც 39 ბინაზე იქნება გათვლილი. პროექტის მიხედვით, ეკომიგრანტენს ბინები კეთილმოწყობილი უნდა ჩაბარდეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები