მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამა იწყება

6437da87dd6e2
BM.GE
13.04.23 23:01
661
ღვინის ეროვნული სააგენტო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელებას იწყებს.

კადასტრის მნიშვნელობაზე და პროგრამის დეტალებზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ვაჭარაძემ და მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსმა, დავით მაღრაძემ მუნიციპალიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს. შეხვედრას ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კადასტრის შექმნა რთველის პროცესის გამარტივებასა და ყურძნისეული პროდუქტების ხარისხს უზრუნველყოფს.

ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის რეგისტრაციით და ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს მოიცავს, დარგვის თარიღს და ვენახის მდგომარეობას.

შეგახსენებთ, ვენახების კადასტრის პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები