პარლამენტის სასახლეში ქართული ოცნების სიით 88 დეპუტატმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ქუჩაში საპროტესტო აქციის ფონზე სცნო და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა ამ რეალობაში ფუნქციონირება დაიწყო. საპარლამენტო თანამდებობები გადანაწილებულია, თავმჯდომარე დამტკიცებულია და პირველ სხდომაზე, საკადრო გადაწყვეტილებებთან ერთად კომიტეტებში კვოტები დამტკიცდა. XI მოწვევის პარლამენტში კომიტეტები 11-წევრიანი იქნება საიდანაც შვიდი წევრი უმრავლესობას ეყოლება.
ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და უმეტესობა მანდატების დათმობისთვის ემზადება. ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიების წევრების საქმიანობა პარლამენტის შენობის მიღმაა დაანონსებული. შენობის შიგნით სხდომაზე თანამოაზრეებმა პროცედურის შესაბამისად ყველა ეტაპი მშვიდ და შესაბამისი რეგლამენტით გაწერილი წესების დაცვით გაიარეს;