მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Xiaomi საკუთარ ოპერაციულ სისტემას 31 ოქტომბერს წარადგენს

hyperOS

სმარტფონებისა და წვრილი ტექნიკის ჩინური მწარმოებელი Xiaomi საკუთარ ოპერაციულ სისტემას შექმნის, რითაც, საკუთარი ავტომობილის გამოშვების შემდეგ, ერთ მთლიან ეკოსისტემას განავითარებს.

ახალი სისტემა სახელად HyperOS მომხმარებლებისთვის 31 ოქტომბრიდან, Xiaomi-ის ახალი მობილურების, ტელევიზორებისა და სხვა ტექნიკის გამოსვლასთან ერთად ჩაეშვება ბაზარზე.

“ახალი სისტემა Xiaomi-ის “ადამიანი x ავტომობილი x მობილური - ჭკვიანი ეკოსისტემის” სტრატეგიული ხედვის საყრდენი გახდება”, - ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

ტექნოლოგიურ კომპანიები ერთგული მომხმარებლების მისაზიდად დიდი ხანია ოპერაციულ სისტემებზე, Apple-ის IOS-სა და Google-ის Android-ზე არიან დამოკიდებული. ჩინურმა ტექ. გიგანტმა Huawei-მაც გამოუშვა საკუთარი სისტემა HarmonyOS, რითაც საკუთარ სმარტფონებში Android-ი ჩაანაცვლა.

Xiaomi-ის CEO-მ და დამფუძნებელმა ჩინურ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანია მომდევნო წლის პირველ ნახევარში ავტომობილს გამოუშვებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები