მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხიდურელი: IFC-ზე გამოქვეყნებული სტატია მოწმობს, რომ Invest in Georgia-ს მიმართულება ეფექტიანია

61fd709d655f6
BM.GE
04.02.22 22:16
310
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინფორმაციით, International Finance Corporation-მა (IFC) საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების (Invest in Georgia) მიმართულების წარმატებას სტატია მიუძღვნა.

„სააგენტოს წარმატებაზე IFC-ს მიერ მსგავსი სტატიის გამოცემა მოწმობს, რომ დღეს Invest in Georgia-ს მიმართულება ეფექტიანია. ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს, რომ სწორი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგად, მოხდეს ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაცია და უფრო მეტი პოტენციური ინვესტორისთვის დაინტერესება", - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ინვესტიციების ხელშეწყობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ Invest in Georgia-ს ფარგლებში IFC-ის მხარდაჭერით შეიმუშავა, ძალზე დროული იყო.

„გეგმა ასახავს მიზნობრივი პოლიტიკის რეფორმების მთელ რიგს, რათა მოხდეს ქვეყნის საინვესტიციო სტრატეგიის უკეთ სინქრონიზება ექსპორტსა და ე.წ. ეფექტიანობაზე დაფუძნებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სპეციფიკურ მოთხოვნებთან, რაც შეიძლება იყოს ეკონომიკური დივერსიფიკაციისა და დახვეწილობის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი“, - განაცხადა ივანა ფერნანდეს დუარტემ, IFC-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა მენეჯერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები