მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხილის და თხილის ექსპორტი - როგორ მიმდინარეობს პროცესი?

BM.GE
05.09.22 11:14
390
2022 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 8 თვის განმავლობაში საქართველოდან 105.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხილი და კაკლოვნებია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9.5%-ით აღემატება. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული ხილის მნიშვნელოვანი წილი შემდეგ პროდუქციას უჭირავს: თხილი - აღნიშნულ პერიოდში, ექსპორტის ღირებულებამ 45.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.6%-ით აღემატება. ატამი და ვაშლატამა - ექსპორტის ღირებულებამ 28.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა 3.6%-ია.

მოცვი - ექსპორტის ღირებულებამ 8.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რიტაც გასულ წელტან შედარებით მაჩვენებელი 49%-ით არის გაზრდილი და ვაშლი, რომლის ექსპორტის ღირებულებამ 5.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.5%-ით ნაკლებია. 

როგორ მიმდინარეობს ხილისა და თხილის ექსპორტი და რა ფასად გადის მოსავალი საზღვრებს გარეთ?

სტუმარი: ჯენერ ბელქანია - “ჯეო-ნათსის” დირექტორი;



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები