„ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მუშაობა აუცილებელი არ არის“ - განცხადება Bm.ge-სთან გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმოამდგენელმა გურჯაანში, ვანო ბასილაშილმა გააკეთა. მისი თქმით, წელს დაზიანებული ატმის წილი მთლიან მოცულობაში მცირეა, ამიტომ რეალიზაციის პრობლემა არ დგას და ქარხნის საჭიროებაც ჯერჯერობით არ არის.
"საწარმოს სამაცივრე მეურნეობის მთლიანი მოცულობა 220 – 250 ტონაა, გარდა ამისა წელს კიდევ 4 ახალი მაცივარი აშენდა, რომელთა საერთო წარმადობაც გაცილებით უფრო მეტია", - განაცხადა ვანო ბასილაშვილმა. აღსანიშნავია, რომ მაცივრები შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შეიქმნა.

























