ბაზარზე ალუმინის ქილებში ნახევარად ტკბილი, შუშხუნა და ხილის ღვინოები გამოჩნდება,- ამის შესახებ “მივინოს” დამუძნებლებმა გიორგი მაჭავარიანმა და საბა სახვაძემ განაცხადეს. მათი თქმით, მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის ასორტიმეტს სულ მალე სამი სახეობის ღვინო დაემტება.
“ვაპირებთ, პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას, ჩვენი მომხმარებლისგან წამოვიდა მოთხოვნა, რომ ნახევრად ტკბილი და შუშხუნა ღვინოები იხილონ, რომლებსაც უახლოეს მომავალში აუცილებლად იხილავენ. ასევე სამომავლოდ ვგეგმავთ ხილის ღვინოების წარმოებას ქილებში”-ამბობს საბა სახვაძე “მივინოს” დამფუძნებელი.
ამ ეტაპზე კომპანია მომხმრებლებს ალუმინის ქილებში ორი სახეობის ღვინოს, საფერავსა და რქაწითელს სთავაზობს.

























