მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტში 15%-მდე კლება შეინიშნება” - ასოციაცია

63440bbc3bd16
ლიკა გურაბანიძე
10.10.22 20:00
472
“წელს სექტემბერში, შარშანდელ იგივე თვესთან შედარებით, ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტში დაახლოებით 10-15%-იანი კლების ტენდენცია შეინიშნება” - ამის შესახებ bm.ge-ს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, შემცირება რუსეთ-უკრაინის ომის გამო ბაზარზე შექმნილი ახლანდელი და სამომავლო არასტაბილური გარემოდან გამომდინარეა.

“ეს ბიზნესი ისედაც მაღალრისკიანია, რადგან პროდუქცია მალფუჭებადია, ხოლო ამ ეტაპზე სხვადასხვა ბაზრებიდან მოლოდინები არასტაბილურია. შესაბამისად, ეს ექსპორტზე შემცირებულ მოცულობებზეც აისახება,” - აღნიშნა ბეჟიტაშვილმა.

ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ ამ პროდუქციის 90% რუსეთის ბაზარზე, დანარჩენი 10% კი სხვადასხვა ქვეყნებში გადის. როგორც ის ამბობს, საექსპორტო მაჩვენებლების ზრდისთვის სხვა ბაზრების ათვისება სექტორის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

“ჩვენ ბაზრების დივერსიფიკაცია აუცილებლად გვჭირდება, რათა ჩვენი ექსპორტი მიმართული მხოლოდ ერთი ბაზრისკენ არ იყოს. პოტენციალი ევროპის და გალფის ქვეყნებში გვაქვს. ამ მიმართულებით სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორმა უნდა იმუშაოს და შედეგიც იქნება,” - განმარტა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები