ქართულ ტრადიციებს ხინკლის დაბადების დღე ჯერ კიდევ 2018 წლიდან შეემატა. ამ დღესასწაულის დაბადების იდეა თავის დროზე ლივინგსტონელებს მოუვიდათ და აგერ უკვე მეხუთე წელია, 10 ოქტომბერს ხინკლის იუბილე 1010 ხინკლის "განადგურებით" აღინიშნება. დაბადების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი სახალისო კამპანიის ფარგლებში, ხინკლისმოყვარულები ერთმანეთს ასე ესალმებიან “ხინკალი კაი არის” და ამით, ერთმანეთს ამ უგემრიელესი კერძის ფასეულობას ახსენებენ.
სტუმრები: გიორგი ავალიანი - "Holy motors"-ის დამფუძნებელი;
ნიკა გრიგოლია - "ბაზარი ორბელიანზე" მარკეტინგული პროექტების ხელმძღვანელი.