მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხმა“ მამაკაცის ხაზის დამატებასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს

619390d66f9ea
BM.GE
17.11.21 09:00
716
პანდემიის პერიოდში შექმნილი ქალის ტანსაცმლისა და აქსესუარების ქართული ბრენდი „ხმა“ მამაკაცის ხაზის დამატებასა და პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს. ამის შესახებ ბრენდის დამფუძნებელმა ხატია მათიკოშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ განაცხადა. მისი თქმით, მამაკაცის ხაზის დამატების იდეა მოთხოვნის შესაბამისად გაჩნდა. რაც შეეხება ექსპორტს, ამ ეტაპზე ბრენდი პარტნიორთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„პანდემიის პერიდში სიახლეებს ვეცნობოდი, მქონდა იდეები, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ამ ყველაფერს ახლა თუ არ მოვიყვანდი სისრულეში სხვა დროს ვეღარ ვიზამდი, იდეის გაჩენიდან 2 კვირაში ბრენდი შედგა, ყველაფერს თავად ვაკეთებდი, ოფისი მანქანაში მოვიწყე, კურიერიც მე ვიყავი და ნედლეულსაც თავად ვყიდულობდი.

დღეს გვაქვს ქალის ტანსაცმლისა და აქსესუარების წარმოება. ამ ეტაპისთვის კაცის ხაზზეც ვმუშაობ, ეს სიახლე მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა. გარდა ამისა, იგეგმება ექსპორტიც, დაინტერსება უკრაინიდან არის და მოლაპარაკებებსაც ვაწარმოებთ. მინდა ბრენდის საფასო პოლიტიკასაც გავუსვა ხაზი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მომხმარებელი ძირითადად სტუდენტები არიან გვინდა მაქსიმალურად მისაღები ფასები შევინარჩუნოთ“ - ამბობს „ხმას“ დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, ხატია მათიკოშვილმა „ხმა“ პანდემიის პერიოდში პირადი დანაზოგით დააფუძნა, შემდეგ კი USAID-ის დახმარებით წარმოება გააფართოვა. ბრენდი 8 სახის პროდუქტს ქმნის. წარმოების პროცესში 7 ადამიანია ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები