მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხმა მივეცი ამ ქვეყნის კეთილდღეობასა და ეკონომიკურ წინსვლას.. ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება"

5bd5c5fa72877
თელარა გელანტია
28.10.18 17:52
645
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თავისი არჩევანი ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში დააფიქსირა.

"ძნელი მისახვედრი არ არის, ვის და რას მივეცი ხმა. ხმა მივეცი სტაბილურ, ევროპულ განვითარებას, ამ ქვეყნის კეთილდღეობასა და ეკონომიკურ წინსვლას. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. არჩევნები ძალიან მშვიდად, კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს, არამარტო ჩემს სკოლაში, ჩემს უბანში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

საქართველოს მოქალაქეები პირდაპირი წესით დღეს პრეზიდენტს ბოლოჯერ ირჩევენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები