მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხმა მივეცი მრავალპარტიულ პარლამენტს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მრავალი ჯანსაღი და საქართველოზე მოფიქრალი კრიტიკული ძალა"

57f8806747fd4
BM.GE
08.10.16 09:11
1311
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო. მან ხმა რამდენიმე წუთის წინ მისცა.
პრეზიდენტი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ მან ხმა მრავალპარტიულ პარლამენტს მისცა.

„მე ხმა მივეცი მრავალპარტიულ პარლამენტს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მრავალი ჯანსაღი და საქართველოზე მოფიქრალი კრიტიკული ძალა“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„მინდა მივულოცო ქართულ საზოგადოებას დღევანდელი დღე და მოვუწოდო აქტიურობისკენ. დღეს ვდგამთ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის და სამშობლოს სიძლიერისკენ და დემოკრატიულობისკენ. მიხარია, რომ ჩემს საარჩევნო უბანზე ხალხმრავლობაც და სიმშვიდეც“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები