მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხმა მივეცი ქვეყნის მომავალს, სადაც ინფრასტრუქტურა იქნება განვითარებული - ქარსელაძე

61581460d1ea4
ინგა მურუსიძე
02.10.21 12:23
498
„მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებმა მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიაროს, რათა ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა მშვიდად გააკეთონ საკუთარი არჩევანი“, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინიტრმა ირაკლი ქარსელაძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ქარსელაძემ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი წავკისში, მთაწმინდის ოლქის 38-ე უბანზე გააკეთა.

მინისტრის თქმით, მან ხმა მისცა ქვეყნის ევროპულ მომავალს განვითარებას და იმედი გამოთქვა, რომ ამომრჩეველთა აქტივობა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება მაღალი.

„რა თქმა უნდა, პანდემიაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა მოთხოვნა და რეგულაცია დაცულია და ნამდვილად მაქვს იმედი, რომ აქტივობა იქნება მაღალი. მეც მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი და ხმა მივეცი საქართველოს წარმატებულ მომავალს, წარმატებულ ევროპულ მომავალს, მომავალს, სადაც რეგიონები და ინფრასტრუქტურა იქნება მაქსილმალურად განვიტარებული, იმ დაწყებული და წარმატებული პროექტების სახით, რომელიც ნამდვილად დიდი განვითარებას მოუტანს ქვეყანას,“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები