მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხმალაძე: "ცენტრ-პოინტით" დაზარალებულების დაკმაყოფილებას სახელმწიფო თავის თავზე არ აიღებს

5c88eb8542dc5
სალომე მეცხვარიშვილი
13.03.19 16:00
1684
თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, “ცენტრ-პოინტით” დაზარალებულების დაკმაყოფილებას სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი თავის თავზე არ აიღებს.

როგორც მან bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მუნიციპალიტეტი სამშენებლო კომპანია მ2-ის შემდეგ ამ ადამიანების ეტაპობრივად დაკმაყოფილებისთვის ახალ ინვესტორებს ეძებს.

“საკუთარ თავზე აღებას არ განვიხილავთ, “ცენტრ პოინტისა” და სხვა დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის მერიამ თავი არ დაზოგა. ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, რიგი კომპრომისული გადაწყვეტილებები მივიღოთ, თუმცა, აქვე შემიძლია დაგიდასტუროთ, დღეს უკვე გაცდენილები ვართ ჩვენს პრეროგატივას და სამშენებლო კომპანიებთან მოლაპარაკებებში ჩართულები ვართ, რომ ეტაპობრივად მაინც მოხდეს ამ ოჯახების დაკმაყოფილება. კონკრეტულ კომპანიებს ვერ დაგისახელებთ, ვისთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს”, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

შეგახსენებთ, რომ “ცენტრ-პოინტის” დაუმთავრებელი პროექტების დასრულებას სამშენებლო კომპანია მ2 აპირებდა, თუმცა საბოლოოდ, შეთანხმება ვერ შედგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები