მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხმაურის შესახებ კანონში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს

5c076ebe1d390
ელენე კვანჭილაშვილი
05.12.18 10:21
1302
„როდესაც გაიზრდება საკონცერტო ღონისძიებების რაოდენობა, შესაბამისად, ტურიზმი, გადასახედი იქნება ის კანონი, რომელიც ხმაურის წინააღმდეგ არსებობს“, – ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ „ანალიტიკაში“ განაცხადა.

სერგი გვარჯალაძე ხმაურთან დაკავშირებით კანონის შემოღებას დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ კლუბების რაოდენობის ზრდასთან ერთად, გარკვეული ცვლილებების გათვალისწინება მაინც საჭირო იქნება.

სერგი გვარჯალაძე ხაზს უსვამს, რომ მეტი ხმაური უნდა იყოს იქ, სადაც ხმაური შესაძლებელია.

„ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება, მოვადუნოთ ცოტა ქალაქის ცენტრი და მაქსიმალურად შევეცადოთ ქალაქის იმ ნაწილებში გადავიდეთ, სადაც ეს შესაძლებელია და ხმაურიც მისაღებია“, – ამბობს ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი.

თუმცა ამბობს იმასაც, რომ იმ გამოცდილების გათვალისწინებაც შეიძლება, რაც მაგალითად ბერლინშია მიღებული – კლუბების თუ საკონცერტო დაწესებულებების ხელშეწყობა ხმაურსაწინააღმდეგო აღჭურვილობის შესაძენად.

„ჩვენ სულ კომუნიკაციაში უნდა ვიყოთ ერთმანეთთან. ბიზნესი როცა შედის გარკვეულ უბანში, მან უნდა გაითვალისწინოს ის, რომ იქ ადამიანები ცხოვრობენ. სათვისტომოს სახე უნდა მიეცეს ამ ყველაფერს და ამის ინიცირება და ამ კულტურის დანერგვა გვინდა ჩვენ“, – ამბობს სერგი გვარჯალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები