მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხობში "100 საინვესტიციო შეთავაზების" ფარგლებში 30-მილიონიანი საწარმო აშენდება

5e4eb18b2028b
BM.GE
20.02.20 20:37
1225
ნიდერლანდური კომპანიის „H.I.P. Trade“ - ის ინვესტიციით დაფუძნებული კომპანია "გლობალ რისაიქლინგ კო“ ხობის მუნიციპალიტეტში მეორადი პლასტმასის გადამამუშავებელ საწარმოს განავითარებს. წარმოების პროცესში შეიქმნება პოლიმერული გრანულები, რომლის რეალიზება მოხდება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე.

პროექტის გასახორციელებლად კომპანიამ ხობის მუნიციპალიტეტში, აუქციონის ფორმით, პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მიწის ნაკვეთი შეიძინა.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 30 მლნ ლარზე მეტია. საწარმოში 500-მდე ადამიანი დასაქმდება.

კომპანია ასევე გეგმავს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებასა და პოლიმერების გადამუშავებითა და წარმოებით დაკავებული უცხოური კომპანიების მოზიდვას. შედეგად, ადგილზე შეიქმნება ღირებულებათა სრული ჯაჭვი და ახალი საექსპორტო პროდუქციის წარმოება ამოქმედდება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში გასხვისდა 48 774 200 ლარის ღირებულების 45 ობიექტი. აღნიშნული პროექტი 2019 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს გამარტივებულ პროცედურას სთავაზობს, რომელიც გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე წინასწარ არის მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა. აუქციონებზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად 2500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 200 მლნ ლარი იქნება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები