მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორბლის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იმპორტის აკრძალვის საკითხს ბიზნესომბუდსმენი შეისწავლის

5b9fa2623585e
მაია ბიწაძე
17.09.18 16:46
704
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე იმ ბიზნესების პრობლემას შეისწავლის, რომლებიც დიდი რაოდენობით საფურაჟე ხორბალს მოიხმარენ. როგორც ლექვინაძემ Bm.ge-ს განუცხადა, დღეს ის ინფორმაციის გაცვლის მიზნით ხორბლის, კვერცხის და კომბინირებული საკვების მწარმოებლებს შეხვდა.

როგორც ბიზნესომბუდსმენი განმარტავს, დღევანდელი შეხვედრა მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის იყო და კონსულტაციები აღნიშნულ კომპანიებთან პერმანენტულად გაგრძელდება.

საკითხი საქართველოს კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებს ეხება, რომლიც ხორბლის და ხორბლის ფქვილის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იმპორტის შესაძლო შეზღუდვას ითვალისწინებს და რაც აღნიშნულ კომპანიებს გარკვეული პრობლემების წინაშე აყენებს.

,, ეს იყო პირველი შეხვედრა, სადაც აღნიშნული კომპანიების მხრიდან ინფორმაცია მივიღეთ. ესენი იყვნენ ძირითადად ის კომპანიები, რომლებიც მოიხმარენ საფურაჟე ხორბალს და სხვა მსგავს პროდუქტებს. დღეს კონსულტაციის მიზნით შევხვდი ამ ხალხს, მოვისმინე მათგან ინფორმაცია, კიდევ მჭირდება დამატებითი ინფორმაცია, რათა უკეთ გავერკვეთ აღნიშნულ საკითხში, შესაბამისად კონსულტაციებს კიდევ გავაგრძელებთ“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბრიდან საქართველოში ხორბლის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იმპორტი/ექსპორი იკრძალება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები