მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხორბლის კონტროლის ახალი წესი ფქვილს გააძვირებს"

5ae801d7134c4
თამუნა დემეტრაშვილი
01.05.18 09:56
1194
ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანია "სერვის აგროს“ ხელმძღვანელი ბესიკ ჯიქია bm.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ფიტოსანიტარული კონტროლის წესში მთავრობის დადგენილებით შესული ცვლილებები ფქვილს გააძვირებს. მისი განცხადებით, გენმოდიფიცირების კუთხით კონტროლის ახალი წესი რამოდენიმე დღეა ამოქმედდა და ამან ტომარა ფქვილის ფასი უკვე 34 დან 36 ლარამდე გაზარდა.

"როცა ხორბლის ახალი პარტიები შემოვა, ფასი კიდევ უფრო გაიზრდება, განსაკუთრებით ეს შემოდგომაზეა მოსალოდნელი. ახალი რეგულაცია ცალკეული იმპორტიორების ლობირებით მიიღეს, რადგან მათ ბაზარზე არსებულ კონკურენცია არ სურთ“, - განაცხადა ჯიქიამ.

"სერვის აგროს“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, რეგულაციის მიხედვით გენმოდიფიცირებაზე ანალიზი ყველა შემოსულ მანქანას უნდა ჩაუტარდეს, რაც გასული წლის ოქტომრიდან დღემდე უფასო იყო, ახლა კი 250 ლარი ღირს, რაც საბოლოო პროდუქციის ფასზე აისახება.

"გემით და მატარებლით შემოტანისას ანალიზი შერჩევით კეთდება, ისიც მთელ პარტიაზე ერთი. მანქანებით შემოტანის შემთხვევაში კი ყოველ მანქანაზე. ეს იმ დროს, როცა გემზე პირობითად 3 ათასი ტონა ხორბალი ეტევა, მანქანაზე კი 25 ტონა. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ სიმინდი უფრო რისკის შემცველია გენმოდიფიცირების კუთხით, ვიდრე ხორბალი და მიუხედავად ამისა სავალდებულო კონტროლი მხოლოდ ხორბალზე შემოიღეს", - განაცხადა ჯიქიამ.

იმპორტიორი საბაჟო დეპარტამენტში და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრებს მართავდა, თუმცა რაიმე კონკრეტული შედეგი ამ შეხვედრებს არ მოჰყოლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები