მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია "მარშეს" პროდუქცია აზერბაიჯანში ექსპორტზე გადის

57cd797bb997f
სალომე მეცხვარიშვილი
05.09.16 17:53
3988
ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია "მარშეს" პროდუქცია აზერბაიჯანში ექსპორტზე გადის. საქართველოში წარმოებული ნახევარფაბრიკატები მეზობელ ქვეყანაში პირველად იანვარში გავიდა, მეორე შეკვეთას კი ქარხანა ახლა ამზადებს. როგორც "ბიზნესკონტაქტთან" კომპანიის დირექტორმა ეკატერინე ჩხაბერიძემ განაცხადა, პროდუქციას ერთ-ერთ უმსხვილეს ქსელ Bazarstore-ს აწვიდან. აზერბაიჯანში ექსპორტზე ამ ეტაპზე "მარშეს" მიერ წარმოებული ხინკალი, პელმენი, ქაბაბი და ბლინები გადის, სამომავლოდ კი იგეგმება როგორც მოცულობის, ასევე ასორტიმენტის გაზრდა. როგორც "მარშეს" დირექტორი ამბობს, დაინტერესება საკმაოდ დიდია. ჩხაბერიძე იმედოვნებს, რომ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება და ექსპორტის მოცულობაც ნელ-ნელა მოიმატებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები