მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Xprimm-ის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით „ჯიპიაი ჰოლდინგის“ არასიცოცხლის დაზღვევის დირექტორმა მიმართა

6453b63294924
BM.GE
04.05.23 17:41
493
თბილისი დაზღვევის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. მასშტაბური ღონისძიება საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება. საერთაშორისო კონფერენციის გენერალური მხარდამჭერი „ჯიპიაი ჰოლდინგია“. დელეგატებს სიტყვით კომპანიის არასიცოცხლის დაზღვევის დირექტორმა მიმართა. ირაკლი დვალის გამოსვლა სავალდებულო დაზღვევის ამოქედების პერსპექტივებს შეეხებოდა: რა გავლენას მოახდენს ის საინვესტიციო გარემოზე, ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალურ კეთილდღებაზე.

„2022 წელს 43 342 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, 7 ათასზე მეტი სხეულის დაზიანებით,500-მდე კი გარდაცვალებით დასრულდა. ამ საგანგაშო მონაცემების მიუხედავად, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა სადაც ავტომფლობელის მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ჯერ ისევ არ მოქმედებს. არადა ამ საკანონმდებლო ინიციატივას შეუძლია პოზიტიური გავლენა ჰქონდეს ბევრი მიმართულებით - როგორც სადაზღვევო ინდუსტრიის რისკების შემცირების, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვიარების კუთხით. სავალდებულო დაზღვევის შემოღება საინვესტიციო კლიმატზე დადებითად აისახება, ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას,ტურიზმის განვითარებას. მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება საავტომობილო სერვისების გაუმჯობესების თავლსაზრისით. უზრუნველჰყოფს საგზაო უსაფრთხოებას და დაგვეხმარება დაზღვევის სხვა მიმართულებების გაძლიერებაშიც.კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ერთგულია ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების“, - განაცხადა ირაკლი დვალმა.

Xpimm-ის საერთაშორისო კონფერენციის პირველ დღეს დელეგატებმა საქართველოს სადაზღვევო ბაზარი მომოიხილეს, იმსჯელეს მიღწევებსა და პოტენციალზე. საუბარი შეეხო ინდუსტრიის თითქმის ყველა მიმართულებას - მათ შორის ავტომობილების დაზღვევის კუთხით არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს, ტექნოლოგიურ სიახლეებს. კონფერენციის მეორე ნაწილი კი ქონების დაზღვევევის საკითხებს მიეძღვნება. ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს, კლიმატის ცვლილების კონტექსტში, მომატებულ საფრთხეებზე. სოფლის მეურნეობის დაზღვევაზე - არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაზე.
კონფერენციის მეორე დღეს - 5 მაისს, მთავარი თემა Solvency II-ზე გადასვლა იქნება. მონაწილეები განიხილავენ სიახლის პრაქტიკულ ასპექტებს. ცვლილება ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად დაინერგა.

Xprimm-ის საერთაშორისო კონფერნეციის მიზანი ქართული სადაზღვევო ბაზრის განვითარება და კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაა. ღონისძიებას 150 -მდე დელეგატი დაესწრო, მათ შორის ადგილობრივი და უცხური სადაზღვევო კომპანიების, ბროკერების, IT-პროვაიდერების, საჯარო სექტორის, ფინანსური ინსტიტუციებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები