ვარკეთილში ე.წ. ხრუშჩოკების ჩანაცვლების პროექტზე ინტერესთა გამოხატვას მერია ხელახლა გამოაცხადებს,- ამის შესახებ bm.ge-ს თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პირველ კონკურსში მონაწილეობა კომპანიებმა არ მიიღეს და უახლოეს დღეებში ინტერესთა გამოხატვა დაზუსტებული პირობებით გამოცხადდება. ირაკლი ხმალაძე იმედოვნებს, რომ ამჯერად კერძო სექტორის მხრიდან დაინტერესება პროექტის მიმართ იქნება.
„პირველად გამოცხადებული კონკურსი დაიხურა ისე, რომ წინადადებები კომპანიებმა არ წარმოადგინეს. იყო შედარებით მკაცრი პირობები მოთხოვნილი. გვქონდა კონკუსლტაცია პოტენციურად დაინტერესებულ პირებთან და მათთან კონსულტაციის გზით შუალედები გამოინახა“,- აცხადებს ირაკლი ხმალაძე.