მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტით არცერთი კომპანია არ დაინტერესდა

5b8cf8f34531b
BM.GE
03.09.18 13:18
1437
მიწისქვეშა პარკინგის პროექტის შემდეგ "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტითაც არცერთი კომპანია არ დაინტერესდა. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა არავინ მიიღო. ინტერესთა გამოხატვა 15 აგვისტოს დასრულდა. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის მერია ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებას ახლიდან აპირებს.

რა პირობით სთავაზობდა მერია ინვესტორს „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტს? 

ტერიტორიის ფართობი 30 205 კვ.მ.-ს მოიცავს, რომელსაც მერია კომპანიას სიმბოლურ ფასად - 1 ლარად - გადასცემს. პროექტის დასრულების შემდეგ კი კომპანიამ თბილისის მერიას მინიმუმ 7 500 კვ.მ-ის ფართობი უსასყიდლოდ უნდა გადასცეს.

კომპანიის ვალდებულებაა, მისთვის გადაცემულ ტერიტორიაზე მოაწყოს საზოგადოებრივი სივრცეები, როგორებიცაა სპორტული მოედანი, ვერტიკალური გამწვანება, სარეკრეაციო ზონა, ავტოსადგომი, შიდა გზები და ა.შ.

გამარჯვებული ვალდებულია, მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 2 წლის ვადაში დაასრულოს საცხოვრებელი ბინის მშენებლობა და მიიღოს ექსპლუატაციაში.
ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელი პირობებია:

- კანდიდატს ან მის ქვეკონტრაქტორს უნდა ჰქონდეს ბიზნესში ოპერირების არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება

- საკუთარი ან მოზიდული სახსრებით შეძლოს მშენებლობის დასრულება

იმ შემთხვევაში თუ ინტერესთა გაოხატვაში მონაწილეობა მიიღო 2-მა ან ორზე მეტმა კომპანიამ, მთავრობა გამარჯვებულად ცნობს იმ მონაწილეს, რომლის მიერაც შეთავაზებულია მუნიციპალიტეტისთვის გადასაცემი ყველაზე დიდი ოდენობის ფართი.

ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემუშავებაც კომპანიის ვალდებულებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები