თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მიიჩნევს, რომ ხშირად ბანკებსა და მიკროსაფინანსო ინსტიტუტებზე საუბრისას მათ შორის აღრევა ხდება.
,,როდესაც საუბარია პრობლემებზე, მაგალითად, მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე, პრობლემურ სესხებზე, არ ხდება გამიჯვნა ბანკებსა და მიკრო საფინანსო ინსტიტუტებს შორის. სამწუხაროდ, ხდება ხოლმე, რომ მათ ერთად განიხილავენ. რეგულაციები, ისტორიულად ყოველთვის მკაცრი იყო ბანკებისთვის და ასეთივე არ იყო რეგულაციები მიკროსაფინანსო ინსტიტუტებისთვის.“-აღნიშნა ბუცხრიკიძემ გადაცემაში ,,საქმის კურსი“.
მისი თქმით, ამ მკაცრმა რეგულაციებმა, საქართველოს საბანკო სისტემა მდგრად მექანიზმად აქცია, რომელმაც ამ წლების განმავლობაში უამრავ კრიზისულ ვითარებას წარმატებით გაართვა თავი.

























