"ხშირად არის, როდესაც ბანკებს უნდათ მეტი სესხის გაცემა და კაპიტალი არ აქვთ კომპანიებს",- ამის შესახებ თიბისი ბანკის ხელმძრვანელი ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს. მისი თქმით, ბანკები კაპიტალის ბაზრის განვითარებით დაინტერესებული არიან. ბიზნესმენი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბანკები კაპიტალის ბაზარს კონკურენტებად აღიქვამენ.
"ქართული ბანკები და ამ შემთხვევაში თიბისი სისხლხორცეულად არის დაინტერესებული კაპიტალის ბაზრის განვითარებით. ეს ხელს შეუწყობს თიბისი ბანკის განვითარებასაც. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ბანკებს უნდათ მეტი სესხის გაცემა და შესაბამისად, კაპიტალი არ აქვთ კომპანიებს, რომ მეტი სესხების გაცემის შესაძლებლობა იყოს. ამ შემთხვევაში ეს ერთერთი მაგალითი შეიძლება იყოს იმისა, რატომ სურთ ბანკებს კაპიტალის ბაზრის განვითარება. სხვა არის ის, რომ ყველა ბანკი ფიქრობს, განავითაროს საკუთარი საინვესტიციო საბანკო მიმართულება, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მეტი შანსი გვექნება დავეხმაროთ კომპანიებს, განავითარონ თავიანთი ბიზნესი. ჩვენ დავეხმარებით კომპანიებს, რომ განათავსონ თავიანთი აქციები როგორც საქართველოში საფონდო ბირჟაზე, ასევე უცხოეთშიც", - აცხადებს ბუცხრიკიძე.

























