მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხშირად გვავიწყდება, რომ ევროკავშირში ექსპორტზე მომსახურების სფეროს გატანაც შეგვიძლია"

5d35e03e8a90a
ლევან თაღიაშვილი
22.07.19 20:40
2687
ეკონომიკური გაუმჯობესების ცენტრის დირექტორის გიორგი ჩიტაძის თქმით, ხშირად ევროკავშირში პოტენციურ საექსპორტო პროდუქტებზე საუბრისას აქცენტი მრეწველობაზე, მეწარმეობაზე კეთდება და ყველას ავიწყდება მომსახურების სფერო, რომელიც სხვადასხვა სავაჭრო ხელშეკრულებების საკმაოდ მოცულობით ნაწილს იკავებს.

ამის შესახებ ჩიტაძემ გადაცემა "საქმიან დილაში" იმ შესაძლებლობებზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს DCFTA აძლევს.

მისი თქმით, რთულად სავარაუდოა, რომ 1-2 წელიწადში ექსპორტის დიდი მოცულობები სხვადასხვა სერვისებით ჩანაცვლდება, თუმცა მომსახურების ნაწილი აუცილებლად ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს.

„ჩვენ ხშირად ვმსჯელობთ იმაზე, თუ რა უნდა იწარმოოს საქართველოში, რა უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ შემდეგ ევროკავშირში ექსპორტზე გავიდეს. ხშირად გვავიწყდება, რომ DCFTA-ის საკმაოდ მოცულობითი ნაწილი არის მომსახურებით ვაჭრობის სფერო. DCFTA-ს შეთანხმება შესაძლებლობას იძლევა, რომ ქართულმა კომპანიებმა მოახდინონ საკუთარი მომსახურების ექსპორტი სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის  არქიტექტურა, დიზაინი , საკომუნიკაციო მომსახურება, დისტრიბუცია.

მე არ ვამბობ, რომ შესაძლებელია 1-2 წლის განმავლობაში ექსპორტის დიდი მოცულობები ჩანაცვლდეს, თუმცა მნიშვნელოვანია მომსახურებით ვაჭრობის ნაწილი“, - აცხადებს ჩიტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები