მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხშირად ვამბობ, რომ ორი ძირითადი გამოწვევა გვაქვს საქართველოში: ოკუპაცია და სიღარიბე"

5cadd03acce9a
სალომე მეცხვარიშვილი
10.04.19 15:14
943
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოში სიტყვით გამოვიდა. პრემიერმა საქართველოში გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, ასევე ისაუბრა ოკუპაციის თემაზე.

“ხშირად ვამბობ, რომ ორი ძირითადი გამოწვევა გვაქვს საქართველოში: ოკუპაცია და სიღარიბე. ეს გახდა ჩემი სახელმძღვანელო პრინციპი და საფუძველი ყველა იმ ინიციატივისა და რეფორმისა, რომელსაც ვახორციელებთ.

ერთერთი რეფორმა მათ შორის ნამდვილად რევოლუციური და გარდამტეხია. ეს არის განათლების სისტემის რეფორმა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში განათლება რეალურ სისუსტეს წარმოადგენდა და ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩამორჩებოდა თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს.

განათლების სექტორის რეფორმისთვის ვაპირებთ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მეტი წილის გამოყოფას. ეს ინიციატივა წელს იწყება და მშპ წილობრივად 6 პროცენტამდე გაიზრდება, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედს წარმოადგენს. ეს ვალდებულება კანონმდებლობით განისაზღვრება, რათა ყველა შემდგომმა მთავრობამ კაპიტალდაბანდება მოახდინოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, იმ ხალხის განვითარებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას ავითარებს და რომელმაც ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი გააკეთა და გვაძლიერებს ევროპული მისწრაფებების მიღწევაში.

ადამიანური კაპიტალის განვითარებაა ის გამოსავალი, რაც არსებული გამოწვევების მოგვარებას განაპირობებს. მხოლოდ განათლებული პროფესიონალები შეძლებენ ჩვენი ქვეყნის გაზრდას იმ სიმაღლეებამდე, რაც მომავალი თაობებისთვის გვაქვს დასახული.

ყველა ამ წინსვლის მიუხედავად კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ვიმყოფებით ადამიანის უფლებების სფეროში არსებული გამოწვევების წინაშე”,- აცხადებს პრემიერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები