მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხსნის თუ არა რუსეთი ხორბალზე საექსპორტო გადასახადს ?

BM.GE
10.03.22 14:59
544
იხსენება თუ არა საექსპორტო გადასახადი რუსულ ხორბალზე?! ეკონომიკის მინისტმა “Palitra News”-ის ეთერში განაცხადა, რომ ხორბლისა და ფქვილის მოწოდების პრობლემა არ იქნება, პირიქით, საუბარია, რომ საექსპორტო გადასახადი, რომელიც ხორბალს ზღუდავდა, მოიხსნას. თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. საქმის კურსი ამ დრომდე ცდილობს თემის გარკვევას , რადგან რუსულ ხორბლაზე საექსპორტო გადასახის მოხსნა მხოლოდ რუსეთის სახელმწიფოს შეუძლია. ამასთან, ლევან დავითაშვილი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსაც შეეხო და თქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთიდან ნავთობპროდუქტები, ენერგომატარებლები და აგრო-სასურსათო პროდუქტები არ არის სანქცირებული და სანქცირების გადაწყვეტილება რამდენიმე ქვეყანამ მიიღო, მათ შორის აშშ-მა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები