მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხუდონ ჰესის ინვესტორ კომპანიასთან შეთავაზება გვაქვს, რომ პროექტი წამოიღოს სახელმწიფომ"

58f734ea7df3c
BM.GE
19.04.17 13:58
1709
"ხუდონ ჰესის ინვესტორ კომპანიასთან შეთავაზება გვაქვს, რომ პროექტი წამოიღოს სახელმწიფომ", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა. მინისტრს არ დაუკონკრეტება თუ კონკრეტულად რას გულისხმობს ინვესტორ კომპანიასთან შეთავაზება, თუმცა აღნიშნა რომ პროექტი საქართველოში აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

"ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარეკბას ინვესტორ კომპანიასთან, შეთავაზება გავქვს რომ პროექტი წამოიღოს სახელმწიფომ. პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რადგან მნიშვნელოვანია როგორც ენერგეტიკული ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით", - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები