დარჩება თუ არა კომპანია "ტრანს ელექტრიკა“ ხუდონჰესის პროექტში უახლოეს მომავალში გაირკვევა, - ამის შესახებ გადაცემაში "საქმის კურსი" ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განაცხადა.
"ამ საკითხზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მოლაპარაკების სტადიაზე ვიმყოფებით და უახლოეს მომავალში შედეგი ცნობილი გახდება“-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ ხუდონჰესის პროექტი ამ ეტაპზე შეჩერებულია. ჰესის განმახორციელებელი კომპანია „ტრანსელექტრიკა“ იყო, თუმცა არსებული ინფორმაციით, ჰესის მშენებლობას სახელმწიფო განახორციელებს.

























