მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხულო-თაგოს ბაგირგზაზე“ ერთი მგზავრის გადაყვანა 5 ლარი ეღირება - დადგენილება

6310f8afe0f93
ალა ისპირიანი
01.09.22 23:00
1017
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ „ხულო-თაგოს ბაგირგზის“ მომსახურების ტარიფები განსაზღვრა. აღნიშნულის შესახებ დადგენილება ძალაში მიმდინარე წლის 30 აგვისტოს შევიდა.

დადგენილების მიხედვით, „ხულო-თაგოს ბაგირგზაზე" ერთი მგზავრის გადაყვანა 5 ლარი ეღირება. უფასო იქნება 30 კგ-მდე ტვირთის გადატანა, ხოლო 30 კგ-ზე ზევით - ყოველ 50 კილოგრამზე, ტვირთის გადატანის ღირებულება 5 ლარი იქნება.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ასევე დაადგინა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ხულო-თაგოს ბაგირგზის“ თანამშრომლები, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოს მცხოვრებლები და სოფლად დასაქმებულები აღნიშნული ტარიფის გადახდისაგან გათავისუფლდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები