მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხუთი წლის მანძილზე ყველაზე მეტი ქორწილი ჩატარდა“ – „ვაით რუმ თბილისი“ 2022 წელს აფასებს

63bbf2607bf5a
თინათინ ნატმელაძე
15.01.23 00:20
773
„ვაით რუმ თბილისის“ დამფუძნებელი მარიამ ზენდერის თქმით, პანდემიის შემდეგ საქორწილო კაბებზე მოთხოვნა გაიზარდა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ქვეყანაში რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდაა. ამის შესახებ საქორწილო კაბების მაღაზიის ხელმძთღვანელმა BM.GE-სთან 2022 წლის შედეგებზე საუბრისას აღნიშნა.

„2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ბოლო ხუთი წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბური რაოდენობის ქორწილი ჩატარდა, შესაბამისად ჩვენი ბიზნესისთვისაც საკმაოდ მოგებიანი წელი იყო. 

ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, ომის შემდეგ რუსები ჩამოვიდნენ საქართველოში, რომლებიც ქორწილებს აქ იხდიან, ფოტოსესიებს აწყობენ... არამხოლოდ რუსები, ზოგადად, საქართველოში დასაქორწინებლად ბევრი ტურისტი ჩამოდის, რადგან ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე ხელის მოწერა აქ უფრო მარტივია“, - განმარტავს მარიამ ზენდერი.

მისივე თქმით, სექტორისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად მაღალი გადასახადები რჩება.

„ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალი გადასახადებია - ტრანსპორტირების, იჯარის და ა.შ. როდესაც შპს ხარ მაშინ კიდევ სამჯერ და ოთხჯერ მეტს იხდი, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქე და რა თქმა უნდა, ეს დიდი პრობლემაა“, - ამბობს „ვაით რუმ თბილისის“ დამფუძნებელი.

რაც შეეხება, საქორწილო კაბების ამჟამინდელ საფასურს, ზენდერი BM.GE-თან ყვება, რომ ძველ კოლექციაზე ფასი იგივე რჩება, თუმცა ქსოვილების ფასის ზრდის გამო ინდივიდუალური შეკვეთების საფასური 5-10%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები