მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხუთმა ქვეყანამ კრიპტო–დანაშაულის წინააღმდეგ ალიანსი შექმნა

5b3c93b596706
მარიამ ადამია
04.07.18 13:29
1021
მსოფლიოს ხუთი წამყვანი ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, კანადა, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი, კრიპტო–დანაშაულის წინააღმდეგ გაერთიანდა და ერთობლივად შექმნეს ალიანსი, სახელწოდებით J5. როგორც გამოცემა Forbes წერს, გაერთიანების მთავარი მიზანი, საერთაშორისო კონტროლის გამკაცრებაა, რომლის ფარგლებშიც, ხუთივე ქვეყანა ერთმანეთან ითანამშრომლებს, გაცვლიან ინფორმაციებს, განახორციელებენ კვლევებს და ინოვაციური ტექნოლოგიების წყალობით, დაცვის შესაძლებლობებს გააფართოვებენ.

ალიანის ფარგლებში პირველი შეხვედრა უკვე შედგა, სადაც განიხილეს გეგმები და განსაზღვრეს პირველი სამოქმედო ნაბიჯები, ხოლო გრძელვადიან გეგმებს უკვე წლის ბოლოს გააჟღერებენ. გარდა ქვეყნებისა, საჭიროების შემთხვევაში, J5–ი ითანამშრომლებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციასთანაც.

ამ ყველაფრის მთავარი მიზანი კი, მსოფლიოს მასშტაბით, კრიპტო–დანაშაულის აღმოფხვრა და ქვეყნებში უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება და გაძლიერებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები