წელს ბათუმობა შეცვლილი თარიღით, 28 აპრილს ჩატარდება. დღესასწაულთან დაკავშირებით არაერთი აქტივობაა დაგეგმილი, რომელიც დღის ბოლოს საზეიმო გალა–კონცერტით დასრულდება.
"წელს ბათუმმა შეიცვალა ბათუმობის თარიღი და ის ემთხვევა იმ თარიღს, როცა ქალაქმა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიიღო. ჩვენ გვექნება განსხვავებული ბათუმობა ყველა ასაკის ადამიანისთვის. ბულვარის მთლიან პერიმეტრზე იქნება განთავსებული ძალიან ბევრი საინტერესო კუთხე როგორც დამეგობრებული ქალაქებისთვის, ასევე ბავშვებისთვის და ამას დააგვირგვინებს გალა–კონცერტი ქართველი ვარსკვლავების და რა თქმა უნდა, ადგილობრივი ბენდების მონაწილეობით", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ გადაცემა "საქმიან დილაში" საუბრისას.

























