მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხვალ, ევროპარლამენტში საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ დებატები გაიმართება

629f28dcd0575
მარიამ ვარადაშვილი
07.06.22 14:32
545
ხვალ ევროპარლამენტში საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ იმსჯელებენ. ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დებატები “მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა საქართველოში” საკითხზე გაიმართება. 


დებატების შემდეგ ევროპარლამენტი რეზოლუციასაც მიიღებს.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას. გვარამიას დაკავებას მედიასაშუალებების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. საქართველოში მედიის მფლობელისა და დირექტორის დაკავებას Amnesty International გამოეხმაურა და მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები